მადონა Versace-ს გაზაფხული-ზაფხული 2015-ის სახე გახდა

40
SHARE

   სკანდალური და ეპატაჟური მომღერალი მადონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თამამი  ფოტოსესია გამართა,   სარეკლამო კომპანია Versace-ს გაზაფხული-ზაფხული 2015-ის  სახე გახდა.
როგორც მადონა აცხადებს, მას ყოველთვის საოცარი განცდა ეუფლებოდა, როდესაც  Versace-ს ტანსაცმელს იცმევდა. “იმ კოლექციით, რომელზეც დონატელა მუშაობს, შთაგონებას და ვნებას ვგრძნობ”- განაცხადა მადონამ.
დონატელა ვერსაჩე კი მადონას ბრენდის ერთ-ერთ ხატს უწოდებს და ბედნიერია, რომ “ყველაზე შთამაგონებელი არტისტი გახდა Versace-ს  ახალი სეზონის სახე.
ახალი კამპანია მეოთხეა, რომელთანაც მადონა თანამშრომლობს. მომღერალი პირველად Versace-ს  რეკლამაში  1995 წელს გამოჩნდა.

წყარო: http://geonews.ge

FB კომენტარები

კომენტარი