“მადონას სერვიზი” და მაგიდის გადასაფებელი – დემნა გვასალიას მორიგი სკანდალური სამოსი (ფოტოკოლაჟი)

436
SHARE

ქართული წარმოშობის დიზაინერი დემნა გვასალია მუდმივად ახერხებს საზოგადოების გაოცებას, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის.
“ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორისა და “ვეტმანის” დამფუძნებლის ნებისმიერი ახალი ნამუშევარი უმალ ექცევა გაყიდვების სათავეში. რადგან გვასალია გამოირჩევა კრეატივითა და სიახლეების სიყვარულით, თუმცა სიახლეები, რომელსაც ის უცხოელებს სთავაზობს, ქართველებისთვის სულაც არ არის სიახლე. არამედ წარსულის ნოსტალგია. მაგალითისთვის ახლახანს, სოც ქსელებში “ვეტმანის” 2015 წლის კოლექციის კაბის ფოტო გავრცელდა, კაბის პრინტი აუცილებლად გაგახსენებთ მაგიდის გადასაფარებელს, რომელიც ყველა ქართულ ოჯახში მოიძებნებოდა. მსგავსი დიზაინით გვასალიამ აუდიტორიას ფეხსაცმელიც შესთავაზა. ქართველების ყურადღების მიღმა არც აქსესუარები რჩება. განსაკუთრებით კი სამაჯური, რომელიც ერთი ერთში “მადონას სერვიზის” ნაწილი გეგონებათ.

FB კომენტარები

კომენტარი