მადონამ “ინსტაგრამში“ ნახევრადშიშველი მონაზვნების ფოტოები გამოაქვეყნა

105
SHARE

მადონას ექსტრავაგანტული გამოხტომები უკვე არავის უკვირს. თუმცა ამ დღეებში მან ისევ ზნეობრივი საქციელის დამცველთა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამის მიზეზი კი მადონას მიერ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული ფოტოა.
სურათზე ჩანს ნახევრადშიშველი მონაზვნები, რომლებიც კარტს თამაშობენ. გარდა ამისა, ისინი „ჯექ დენიელსის“ ვისკის წრუპავენ და ამას მეტად აღვირახსნილ საქციელს სიგარეტსაც აყოლებენ.
მუსიკალური კრიტოკოსები ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ მადონამ ამ ფოტოს ქვეშ გააკეთა წარწერა – „Rebel Heart Tour“. ასე ეწოდება მადონას ბოლო ალბომს. სავარაუდოდ, ის სპეციალურად იწვევს სკანდალს, რადგანაც ეს ალბომი მადონასთვის გახდა ყველაზე ცუდად გაყიდვადი ბოლო 20 წლის განმავლობაში.

11653497_10204810550695211_1986732210_n

FB კომენტარები

კომენტარი