„მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“ – ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებაზე

84
SHARE

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელ Instagram–ზე კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ძალიან ადრე, ძალიან სამწუხარო, ძალიან ბევრი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, – წერს ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი, ასევე ვერტმფრენში მსხდომი კიდევ 7 ადამიანი, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია ამინდმა გამოიწვია.

FB კომენტარები

კომენტარი