მაგისტრალზე “ფულის წვიმა” წამოვიდა (ვიდეო)

816
SHARE

​ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მაგისტრალზე ადამიანები უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ. როგორც daily mail-ი წერს, სატვირთო მანქანას, რომელსაც ნაღდი ფული გადაჰქონდა, შემთხვევით, კარი გაიღო და იქედან დოლარები გადმოიყარა, რომლებიც ჰაერში გაიფანტა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ აჩერებენ მანქანებს პიკის საათის დროს და ფულს კრეფენ.
“დავინახე, როგორ დაფრინავდა ქაღალდები ჰაერში და ეცემოდა მიწაზე. ადამიანები მანქანებიდან გადმოდიოდნენ და პირდაპირ საკუთარი მხრებიდან კრეფნენ. როდესაც მივუახლოვდი, მერე მივხვდი, რომ ეს ფული იყო”, – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

FB კომენტარები

კომენტარი