“მაგდა პაპიძის სუიციდთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია“

730
SHARE

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პატიმრობაში მყოფ მაგდა პაპიძეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
როგორც „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, მათივე თქმით მაგდა პაპიძე თავს კარგად გრძნობს.
„მაგდა პაპიძის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგდა პაპიძემ თავის მოკვლა სცადა.
შეგახსენებთ, რომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ განსაზღვრა.
მაგდა პაპიძეს ბრალად 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ მკვლელობა დასდეს.

 

FB კომენტარები

კომენტარი