„ლურჯი ვეშაპის“ სათამაშოდ ქართველ გოგონას 10 000 დოლარი შესთავაზეს

1522
SHARE

სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოში, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 9 წლის გოგონას, ინტერნეტთამაშის, “ლურჯი ვეშაპის” სათამაშოდ, 10 000 დოლარი შესთავაზეს. მათივე ინფორმაციით, თამაშის წარმომადგენლებმა გოგონასთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადეს.
მოგვიანებით კი, ბავშვის დედამ სცადა მათთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ, ნომერი გამორთული იყო.
“9 წლის ლეღვაში მცხოვრები ლიზი (სახელი შეცვლილია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე) პირველი ქართველია, ვინც „ლურჯი ვეშაპის“ წარმომადგენლებს ესაუბრა თამაშში ჩართვის თაობაზე.
19 მარტს ლიზი სკოლაში იყო, როდესაც მის მობილურზე რუსეთიდან ზარი განხორციელდა და თამაშისთვის საჭირო აპლიკაციის პარამეტრებიც გამოუგზავნეს. რადგან ბავშვი ქართულად დაელაპარაკა, ისევ გადმორეკეს, ოღონდ უკვე საქართველოდან და ლიზისთან გასაუბრება ქართულად სცადეს, თუმცა ლიზი არ გაესაუბრა.
20 მარტს ისევ დაუკავშირდნენ ბავშვს და სუიციდური თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ თამაში შესთავაზეს, რაზეც ლიზიმ ისევ უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი მას 10 000 დოლარი შესთავაზეს თამაშისთვის, რაზეც კვლავ უარი მიიღეს – ამ დროს „ლურჯი ვეშაპის“ წარმომადგენელმა დაუყვირა, რაზეც ბავშვი ატირდა და მასწავლებელს გადასცა ყურმილი. მობილური გაითიშა.
სახლში დაბრუნებულმა ლიზიმ აღნიშნული ფაქტი დედას უამბო და ამის შემდეგ თავად სცადა აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება, თუმცა ნომერი გამორთული იყო”,-ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.

FB კომენტარები

კომენტარი