ლუკაშენკოს დიეტით საზოგადოება დაინტერსდა

183
SHARE

ლუკაშენკოს დიეტა: სამი კვერცხი დილით, ხორცი სადილად, ვახშმად კი – თევზი, – ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ინტერნეტ-მომხმარებლებში გავრცელებული პოპულარული თემაც განიხილა, ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. “მეც ისევე ვიკვებები, როგორც თითოეული თქვენგანი, ოღონდ მცირედი ულუფებით, – სამი კვერცხი დილით, სადილად – ხორცი, საღამოს _ თევზი, რამდენიც გნებავთ. კვების სწორ რეჟიმთან ერთად, აუცილებელია, დავკავდეთ სპორტით, – დღეში დაახლოებით 2 საათი…- ურჩია პრეზიდენტმა თანამემამულეებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ უკვე გამოთქვა აზრი ბელარუსთა კვების რეჟიმთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2014 წელს. მან ტრადიციული ეროვნული ვახშამი გააკრიტიკა: “რატომ უნდა ჭამო ხორცი კარტოფილთან ერთად? – ჭამე თევზით! – ჭამ ხორცს და წვები დასაძინებლად? _ რა დაგაძინებს, ან დილით როგორ უნდა გაიღვიძო? _ განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

Comments

comments