ლუკაშენკომ პუტინს საახალწლოდ კარტოფილი და სალა გაუგზავნა

67
SHARE

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ, საჩუქრად სალა და კარტოფილი გაუგზავნა.
უცხოური მედია ლუკაშენკოს პრესმდივან ნატალია ეისმონტზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საახალწლოდ ოთხი ტომარა კარტოფილი და სალა გაუგზავნა.
როგორც ირკვევა ამ საჩუქარში კარტოფილის რამდენიმე ელიტური ჯიშია წარდგენილი.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დანარჩენ ლიდერებს ლუკაშენკომ, ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები უსაჩუქრა.

FB კომენტარები

კომენტარი