ლონდონში მეგან მარკლის საქორწილო კაბის რეპლიკები გაიყიდება – გაიგეთ ფასი

92
SHARE

ლონდონში, დიზაინერ სტელა მაკარტნის მაღაზიაში, პრინც ჰარის მეუღლის – მეგან მარკლის საქორწილო კაბის რეპლიკები გაიყიდება. შესაძლებელი იქნება იმ კაბის ანალოგის შეძენა, რომელიც სასექსის ჰერცოგინიას, ქორწინების დღეს, ვახშმის ცერემონიალზე ეცვა. თუმცა, ასეთი კაბა სულ 46 იქნება, ამათგან ნახევარი თეთრ ფერში, მეორე ნახევარი კი, შავ ფერშია გადაწყვეტილი. კაბები გახდება კაპსულის კოლექციის „შექმნილია სიყვარულით“ ნაწილი. კაბის ფასია 3,5 ათასი ფუნტი სტერლინგი.
ამას გარდა, მყიდველებმა წინასწარ უნდა გააგზავნონ განაცხადი მაღაზიის ელექტრონულ მისამართზე და პირადად მაკარტნის მიწვევას დაელოდონ. დიზაინერის პრეს-სამსახურის უფროსმა მედიას განუმარტა, რომ მაკარტნიმ გადაწყვიტა გააფართოვოს პატარძლებისთვის განკუთვნილი კაპსულური კოლექცია 2019 წლის გაზაფხულზე.

FB კომენტარები

კომენტარი