ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში „fast food“-ის რეკლამა აიკრძალა

20
SHARE

ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში „fast food“-ის, ანუ სწრაფი კვების რეკლამა აკრძალეს. ამის შესახებ, ლონდონის მერზე დაყრდნობით, „ბიბისი“ იუწყება.
აკრძალვა იმ საკვებს და სასმელს ეხება, რომელიც მარილის, შაქრის და ცხიმის მაღალი შემადგენლობა აქვს. შეზღუდვა ლონდონის მერის, სადიკ ჰანის ინიციატივაა, რაც ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამ იდეას ბრიტანეთის დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა – 82% მხარს უჭერს.

 

FB კომენტარები

კომენტარი