ლონდონის ბავშვთა მუზეუმში ალისას ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა

153
SHARE

ლონდონის ბავშვთა მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ეძღვნება ლუის კეროლის მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” 150 წლის იუბილეს. იგი გამოიცა 1865 წლის 4 ივლისს და როგორც ბავშვებისათვის, ისე უფროსებისათვის საყვარელი წიგნი გახდა.11198643_1626119050957142_1291644027_n
მოგეხსენებათ, რომ ალისას იმიჯმა ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური სტილი ჰპოვა. ამიტომ გამოფენის ორგანიზატორებმა განსხვავებულ ილუსტრაციებზე გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია ვიქტორიანული ხედვის ალისა, ასევე შუასაუკუნეების პრინცესა, ფრანგების პრინცესა, ალისა აფრიკული ტრადიციული კაბით და ასევე მუსლიმანურ ღია ფერის ჰიჯაბში. პატარა ალისა არ გახლავთ მხოლოდ მხატვრების შთაგონება. მისი იმიჯისა და სტილის შესაქმნელად მუშაობდნენ ცნობილი დიზაინერები, სტილისტები, ფოტოგრაფები. მათი შემოქმედება ასევე წარდგენილი იქნება გამოფენაზე. უმეტეს ექსპონატს წარმოადგენს ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი, რომლის ფილიალიც ბავშვთა მუზეუმია. გამოფენა გაიხსნება ამ კვირის ბოლოს და 2015 წლის პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

FB კომენტარები

კომენტარი