ლონდონის აუქციონზე გაყიდულმა ნახატებმა 80 მილიონ ევროზე მეტი მოგება მოიტანა (ფოტოკოლაჟი)

506
SHARE

ლონდონში, Sotheby’s -აუქციონზე მსოფლიოში ცნობილი მხატვრების მათ შორის კლოდ მონეს, ამადეო მოდელიანის, პაბლო პიკასოს და ჟოან მიროს ნამუშევრები გაიყიდა. 11-მა გაყიდულმა ნახატმა ჯამში 80 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი მოიტანა. აღნიშნულმა თანხამ კი ლონდონის აუქციონზე რეკორდული მაჩვენებელი მოხსნა. გთავაზობთ ნახატებს, რომლებშიც მათ ახალმა მფლობელებმა თანხები არ დაიშურეს.

1. კლოდ მონეს „სენ-მარტენის არხი პარიზში“ $35 567 406

2. ანრი მატისის “შავი ზღვა”, $23 786 238

3. პოლ სეზანის ”სენტ – ვიქტუარის მთის ხედი ტოლენის გზიდან”, $20 297 273

4. ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი “კოცნა ლოგინში”, $16 212 630

5. კლოდ მონე “გუბურები დუმფარებით”, $16 212 630

6. კლოდ მონე “ქალი ბაღში”, $15 371 11

7. პაბლო პიკასო თავი, სკულპტურის მაკეტი” $13 351 490

8. კლოდ მონე “რუანის ტაძრის ხედები“ $13 183 187

9. ჟორჟ პიერ სერა $11 668 466

10. ამადეო მოდელიანი “ორი ქალიშვილი” $11 387 337

Comments

comments