“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა – რას წერს მისი მეუღლე

73
SHARE

თბილისი “ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, ნიჭიერმა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მალე თანაგუნდელებს შეუერთდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ფეხბურთელის მეუღლე აქვეყნებს.

“დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში! ერთწლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია! მამია სრულიად გამოჯანმრთელებულია და სულ მალე ვარჯიშზე შეუერთდება გუნდს. ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ თბილისის “ლოკომოტივს” – თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით! საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა! მჯერა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ! აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ეროვნული ლიგის გუნდებსა და მოთამაშებს! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია”, – წერს ანუნა იაშვილი.

მამია გავაშელიშვილი “ლოკომოტივის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია. 24 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ იანვარში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა.

 

FB კომენტარები

კომენტარი