ლინდა ადამია ბოდიშს საჯაროდ იხდის: “ძალიან ვწუხვარ, რომ გაგანაწყენეთ…”

411
SHARE

“რუსთავი 2”-ს “X ფაქტორის” კონკურსანტი ლინდა ადამია ბოდიშს იხდის. ამის მიზეზი მის მიერ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში გაკეთებული ფრაზები აღმოჩნდა, რომელშიც დამწყები მუსიკოსი გულშემატკივარს პასიურობის გამო საყვედურობს.

“ხალხს მინდა მივმართო გულწრფელად. ჩემი გუშინდელი კომენტარი იყო გადამეტებული. ძალიან ვინერვიულე, რომ ჩემი გულშემატკივრები გავანაწყენე. ამდენი უარყოფითი კომენტარი რომ წავიკითხე, ძალიან ვინერვიულე და მინდა ბოდიში მოვიხადო. მე არ ვარ უმადური ადამიანი და ნამდვილად ვგრძნობ თქვენს გვერდში დგომას. სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, რომ მეტი გავაკეთო ისევ და ისევ თქვენი სიყვარულის დასაბრუნებლად. უბრალოდ, ყველაფერი სხვა ქვეტექსტით ვიგულისხმე. ძალიან

ვწუხვარ, რომ გაგანაწყენეთ და წარმოდგენა შეგეცვალათ ჩემზე”, – წერს “ფეისბუქზე” მუსიკალური ტალანტშოუს კონკურსანტი.

შეგახსენებთ, რომ ლინდა ადამია “X ფაქტორის” 8 ივნისის გამოშვებაში, მაყურებელთა გადაწყვეტილებით, აუტსაიდერთა შორის მოხვდა.

“მეუბნებიან, რომ მგულშემატკვრობენ პროექტში და მირეკავენ, რაც ტყუილია. ეს არის შემეტენე ხალხი, ყოველ ორშაბათს ჩანს, ვინ მირეკავს და ვინ – არა. დიდი მადლობა ამ ხალხს”, – განაცხადა ადამიამ კონცერტის შემდეგ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი