ლიკა ყაზბეგი ხვალ მის ორ პროექტს – “წარმატებული ქალი პოდიუმზე” და “კომპანიის სახე” – “ბაბილო მიუზიკ ჰოლში” გააერთიანებს

408
SHARE

დიზაინერი, სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” და ბავშვთა Fasion Week-ის დამფუძნებელი ლიკა ყაზბეგი ხვალ, 7 დეკემბერს 20:00 საათზე მის ორ პროექტს, “წარმატებული ქალი პოდიუმზე” და “კომპანიის სახეს”, “ბაბილო მიუზიკ ჰოლში” გააერთიანებს.

საღამოს გახსნის ბალერინა თათა ჯაში , რომელიც „იმედის“ პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ მონაწილეობს.

ლიკა ყაზბეგის პროექტისთვის – “წარმატებული ქალი პოდიუმზე” ეს უკვე მეცხრე სეზონია. ქართველი დიზაინერის ამ პროექტში მოდელები არ გამოდიან , ეს არ არის სტანდარტული პოდიუმი, პროექტში იქნებიან ქალები, როლებმაც 30 წელს გადააბიჯეს და მათი ბიოგრაფია გამორჩეულია. ასევე, არიან მომხიბლავები და წარმატებულნი თავიანთ პროფესიაში.

რაც შეეხება “კომპანიის სახეს”, ეს არის ჩვენება, სადაც სხვადასხვა კომპანიის სახეები, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერები გამოდიან.

ყოველ წელს ლიკა ყაზბეგს პოდიუმზე დაახლოებით 20 ქალბატონი გამოჰყავს.

15403064_1826957954186222_31890221_n

15403161_1826959207519430_288152943_n 15319446_1826958490852835_258718326_n

15401399_1826957900852894_1154842123_n

FB კომენტარები

კომენტარი