ლიკა ლაბაძემ ამერიკაში იტალიელი სიყვარული იპოვა – ვისზე დაინიშნა ჟურნალისტი (ფოტოკოლაჟი)

596
SHARE

დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკა ლაბაძე ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში წავიდა სასწავლებლად. ხშირად წერდნენ, რომ ლიკას სილამაზე დააკლდა ქართულ ტელევიზიას.

რამდენიმე დღის წინ ლიკა საქართველოში ჩამოვიდა. ”იმედის დილის” ეთერში სტუმრად მიიწვიეს, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო წამყვანი და გაამხილა, რომ ამერიკაში თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა. ”ამერიკაში წასვლა იმიტომ ღირდა, რომ ჯუზეპეს შევხდი”, – აღნიშნა ლიკამ.
ჯუზეპე ლიკასთან ერთად სწავლობს ნიუ-ორკში, წარმოშობით იტალიელია.  სასწავლებელში ჩასვლა  ერთი კვირით დააგვიანდა. აუდიტორიაში რომ შევიდა, მაშინვე მიიქცია სასიამოვნო ღიმილით ყველას ყურადღება. მათ შორის იყო ლიკაც.

Rating

წარმოშობით იტალიელი ჯუზეპე საფრანგეთში სწავლობდა. პროფესიით იურისტი და ფინანსისტია. ყოველთვის უნდოდა თავი ახალ სფეროში მოესინჯა და ამერიკაში გააგრძელა სწავლა.
Rating
ლიკა და ჯუზეპე მალე დამეგობრდნენ, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მიხვდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო მეტი ხდებოდა.

ჯუზეპემ ლიკა მიუზიკლ ”ჩიკაგოზე” დაპატიჟა. როდესაც დარბაზში ისხდნენ, მაშინ მიხვდა ორივე, ერთმანეთი მოსწონდათ.
Rating
ლიკა და ჯუზეპე დანიშნულები არიან. ლიკა ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია და იმედი აქვს, რომ მთელი ცხოვრება მასთან გაატარებს.

ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, რომელ ქვეყანაში იცხოვრებენ, მხოლოდ ის იციან, რომ ერთად ყოფნა ძალიან უნდათ.

FB კომენტარები

კომენტარი