ლიან კროული: ჩემი სიმსივნე ჩემი შვილის ფარულმა ტყუპისცალმა გამოიწვია

237
SHARE

38 წლის ლიან კროულის, დიდი ბრიტანეთიდან, ნორმალური ორსულობა ჰქონდა. თუმცა, მისი შვილი სუსტი და უენერგიო დაიბადა. ექიმებმა ბავშვი გადაარჩინეს და რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ლიანის პრობლემების დასაწყისი იყო. ლიან კროულის ისტორიას ბრიტანული გამოცემა „The Sun“ გვიამბობს.
სამი კვირის შემდეგ ლიანი და მისი ახალდაბადებული შვილი ლუი სამშობიაროდან გაწერეს, თუმცა, ქალს მალე უკან დაბრუნება მოუწია – მას სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. მედიკოსებმა ჩათვალეს, რომ ლიანს პლაცენტის შეხორცება აქვს. თუმცა სისხლდენის ნამდვილი მიზეზი პატარა ლუის ფარული ტყუპისცალი იყო, რომელიც ვერ განვითარდა და, ფაქტობრივად, დედის საშვილოსნოს შეეზარდა. სწორედ მისი იქ არსებობა გახდა ლუის ცუდად ყოფნის მიზეზიც. საბოლოოდ, ქალს სიმსივნე განუვითარდა, მაგრამ მისი დიაგნოსტირება მხოლოდ მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ მოხერხდა, რა დროსაც ქალის ფილტვები უკვე მეტასტაზებმა დაფარა. „სიმსივნე ფილტვებში გავრცელდა და მაშინვე ქიმიოთერაპიის გაკეთება დამიწყეს, რომ ის ტვინზეც არ გავრცელებულიო.“-იხსენებს ლიანი. ქალი კვირაში 15 საათი წვეთოვანის ქვეშ იყო და 20-ზე მეტი სისხლის გადასხმის გაკეთება მოუწია. მკურნალობის დროს ლიანმა თმაც დაკარგა და ამასთან შეგუება დიდხანს ვერ შეძლო. ახლა მას რემისია აქვს, მაგრამ ექიმები ჯერ-ჯერობით პროგნოზებს ვერ აკეთებენ. თუმცა ლიანი მაინც არ ნანობს, რომ ორსულად დარჩა, ახლა ხომ საყვარელი შვილი ჰყავს. „ლუის ტყუპისცალმა ლამის ორივე მოგვკლა. მაგრამ მაინც, რომ დამდგარიყო არჩევანი ჩემსა და ლუის შორის, მე ამ ყველაფრის გადატანას ისევ დავთანხმდებოდი“-ამბობს ქალი, რომელსაც ასეთი მძიმე ისტორია გადახდა.

FB კომენტარები

კომენტარი