ლესბოსელი მასწავლებელი ქალზე ქორწინებისთვის სკოლიდან გაათავისუფლეს (ვიდეო)

119
SHARE

მაიამიში, ლესბოსელი მასწავლებელი, „ცხოვრების სიყვარულზე“ დაქორწინების შემდეგ, წმინდა პეტრე და პავლეს კათოლიკური სკოლიდან გაათავისუფლეს.

ჯექლინ მორფი, რომელიც მაიამიში მდებარე წმინდა პეტრე და პავლეს სკოლაში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი კი, ქალბატონზე დაქორწინება გახდა, ვის შესახებაც, მორფიმ განაცხადა, რომ „ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია“.
ლესბოსელი მასწავლებლის გათავისუფლების მიზეზი, სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მშობლებს აცნობა და განაცხადა, რომ მან „ რთული და აუცილებელი გადაწყვეტილება“ მიიღო.
გათავისუფლების შემდეგ ლესბოსელმა მასწავლებელმა საკუთარ „Instagram” ექაუნთზე, მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა: „ ამ კვირის ბოლოს მე დავქორწინდი ჩემი ცხოვრების სიყვარულზე, სამწუხაროდ, მე სამსახურიდან გამათავისუფლეს, მათ თვალში, მე არ ვარ სწორი კათოლიკურად, ჩემი პარტნიორის არჩევის გამო“.

Comments

comments