“ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია? მაშინ რონალდუ სამყაროს მასშტაბითაა საუკეთესო.” – მაურინიო

406
SHARE

ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ცნობილი გამონათქვამები

შემოგთავაზებთ მსოფლიოს მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელების, ასევე მწრვთნელების ცნობილ გამონათქვამებს, რომელთაც თავის დროზე საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქციეს :

“უეინ რუნის შეჩერება მხოლოდ ავტომატით არის შესაძლებელი.” – სან მარინოს მწვრთნელი

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…” – ჯორჯ ბესტი

“მსოფლიოს ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს, ცდილობს პელე გახდეს, მინდა ვურჩიო მათ, რომ პირველ რიგში არა ფეხბურთელობაზე, არამედ ადამიანობაზე იფიქრონ, ამის სწავლება კი ჩემი აზრით, ნამდვილად შემიძლია…” – პელე

“ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია? მაშინ რონალდუ სამყაროს მასშტაბითაა საუკეთესო.” – მაურინიო

“საქართველოსთან მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენთვის ეს მატჩი ფინალის ტოლფასი უნდა იყოს.” – დელ ბოსკე

“მირჩევნია ავიღო ჯილდო გუნდთან ერთად, ვიდრე ინდივიდუალურად ყველაზე მეტი გოლის გატანის გამო. ჩემთვის მეტად საფიქრალია, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი ვიდრე საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რა დაგრჩება თან? როდესაც აღარ ვითამაშებ ფეხბურთს, ვიმედოვნებ, რომ ხალხს წესიერ კაცად დავამახსოვრდები.” – ლიონელ მესი

“მე ვცხოვრობ ოცნებით და არ მინდა, რომ ოდესმე გავიღვიძო” – კრიშტიანო რონალდო

“რასიზმის ვერანაირ გამოვლინებას ვერ მივიღებ. თუ ვინმე ქუჩაში ბანანს მესვრის, მას უბრალოდ მოვკლავ! დაე, მერე დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან.” – მარიო ბალოტელი.

წყარო: http://allsport.ge

FB კომენტარები

კომენტარი