ლეონარდო დიკაპრიომ მესამე „ოქროს გლობუსი“ მიიღო (ვიდეო)

199
SHARE

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 73-ე ცერემონიალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო, დრამატული შესრულებისთვის ლეონარდო დიკაპრიომ ფილმისთვის „გადარჩენილი“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრეტენდენტები, დიკაპრიოსთან ერთად, ედი რედმეინი, მაიკლ ფასბენდერი, უილ სმიტი და ბრაიან კრენსტონი იყვნენ.
დასახელებულთა შორის დიკაპრიო ფავორიტად მიიჩნეოდა. გამარჯვებულისთვის ეს უკვე მესამე „ოქროს გლობუსი“ გახდა. მან აგრეთვე მიიღო ჯილდო ფილმებისთვის: „ავიატორი“ (საუკეთესო დრამატული შესრულებისთვის) და „უოლ სთრითის მგელი“ (საუკეთესო კომედიური შესრულებისთვის). როგორც კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, ჯილდოს მიღებამ დიკაპრიოს „ოსკარის“ მიღების შანსი გაუზარდა.

FB კომენტარები

კომენტარი