“ლელო ჩემს მამამთილს ჰქვია” – რა გამოხმაურება მოჰყვა ხაზარაძის მოძრაობის დაფუძნებას სოცქსელში​​(ფოტო)

337
SHARE

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დაფუძნებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მათგანისთვის ეს სახალისო და საქილიკოც აღმოჩნდა.
“ხაზარაძე: ჩვენ ვართ 12 X 12 და თითოეული ჩვენგანი ეძებს თავის ახალ 12 თანამოაზრეს.
მგონი სერგეი მავროდის რეინკარნაციაა, ახალი კომკავშირული პირამიდა ბედკრული ივერიისა – МММ”
“ლელო ჩემს მამამთილს ჰქვია!”
“ვუყურებ ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და მაგონდება ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპიდუზაზე, გემიდან ახლად ჩამოყვანილი, დასველებულ-აბაბანებულ-მობუზული აფრიკელი ემიგრანტები. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ. შიში მაინც ოხერი რამეა, მით უფრო თუ მას ბიძინა ჰქვია”
“კარგია ახალი მოძრაობები, თუმცა… დავტოვოთ “თუმცა” “თუმცად”.
მხოლოდ სამი რამ:
1. ჰორიზონტალურობის არ მჯერა. ყველა გვპირდება და იგივეს ვიღებთ ხოლმე. მერე ხომ მაინც აირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ, აღმასრულებელ, პოლიტიკურ და სხვა მდივნებს?!
2. რატომ 12-12 და არა 11-11 ან 27-27? არ მიყვარს ციფრებით ასეთი შეზღუდვა. მე-13 ლიდერს არ მიიღებთ?
3. ლიდერმა თქვა ოქტომბერში პოლიტიკურ პარტიად იქცევაო, კახა კოჟორიძემ თქვა საზოგადოებრივ მოძრაობად დარჩებაო. ეტყობა ყველა წევრმა ყველაფერი ვერ გაიგო.
დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ველოდებით პროგრამებს.
P.S. ისე, ოპერატორებს, მოლარე-ოპერატორებს და სხვებს, მიზერული ხელფასები აქვთ, ცოტა მოუმატეთ. ეს ისე…”
“ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს თავთან ვიყო მართალი. კონიუნქტურის მორჩილი არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა მინდა მისი გავლენის ქვეშ ვიყო, მიუხედავად იმისა მე პირადად როგორ და რას ვამჯობინებდი.
ვკითხულობ თამარ ჩუგოშვილის გმობას, მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვისი აზრიც სულ მაინტერესებდა და ახლაც მაინტერესებს.
პირველ რიგში ძალიან არ მომეწონა მისი განცხადება. ძალიან! მაგრამ სრულიად სერიოზულად მინდა ვკითხო ჩემს დემოკრატ ნატო-ევროკავშირისკენ მომზირალ მეგობრებს, მართლა გჯერათ რომ თამარ ჩუგოშვილს თქვენზე ან ჩემზე ნაკლებად უნდა საქართველო რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ნატოში? ან მართლა გგონიათ, რომ რუსეთის სიყვარული მოეძალა?
არაფერი პირადული, სრულიად არაფერი. ხვალ როდესაც მოსამართლეების სიას მისცემს ხმას, ალბათ მეც ზუსტად ისე გავგიჟდები, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ახლა, მაგრამ სანამ ადამიანს სირცხვილის ეშაფოტზე გავაკრავთ ხოლმე (სამწუხაროდ, ეს მეც გამიკეთებია და პირველ რიგში ჩემს თავს მინდა შევუძახო) იქნებ …..” – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

FB კომენტარები

კომენტარი