ლელა კილაძე: გიგი მხნედ და იმედიანადაა, მოკითხვა დამაბარა ყველასთან

262
SHARE

დღეს გიგისთან ვიყავით მე და ბავშვები, მოკითხვა დამაბარა ყველასთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე წერს.

“დღეს გიგისთან ვიყავით მე და ბავშვები. ერთი წელია მასთან შეხვედრის უფლება არ გვქონდა. ერთმა საათმა მალე გაიარა, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ: ერთმანეთი ვნახეთ და მთავარიც ვუთხარით. გიგი მხნედ და იმედიანადაა, მოკითხვა დამაბარა ყველასთან. მოკლედ დღეს კარგი დღე გვქონდა”, – წერს კილაძე ფეისბუქზე.

FB კომენტარები

კომენტარი