ლელა კაკულია თბილისში მომხდარ სტიქიაზე

170
SHARE

მე ჯერ კიდევ 1989-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე წყალდიდობები, ტაიფუნები და სხვ. და ყოველივე სრულდება და ასრულდება.
საქართველოში თუ ცოტა ხელს შეუწყობენ მის უდიდებულესობა ბუნებას − ანუ ჩაატარებენ შესაბამის სამუშაოებს, გაამაგრებენ ჯებირებს, ჩააბეტონებენ და ა.შ. ვერც წყალდიდობები და ვერც მცოცავი მიწები ვერაფერს დაგვაკლებს. ვხედავ, მომავალში ჩაატარებენ კიდეც ამგვარ სამუშაოებს და ხალხი ამოისუნთქებს. ამინ!
2008 წელი, 25 ივლისი.

 

თითქოს ბუნებაც განაწყენებულია, რადგან წყალდიდობები თუ სეტყვა არ დააკლდება ქართველი კაცის ნაშრომს.
იწყება სერიოზული ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად.
2010 წელი, 18 აპრილი, თბილისი.

 

ვხედავ, მომავალშიც ბობოქრობს ბუნება. ეს ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ ჩემი საყვარელი საქართველოსთვის ეს კატაკლიზმები არ იქნება ძლიერ დამანგრეველი. ჩვენივე ბუნება გვიცავს სერიოზული ნგრევისგან. საქართველო ერთ-ერთი უხიფათო ზონაა. ვხედავ, არის მიწისძვრები, წყალდიდობები, მაგრამ არა დიდად დამანგრეველი მასშტაბებისა.
2010 წელი, 24 აპრილი, თბილისი, ღამის 2 საათი.

 

ადამიანებო, რასაც ვწინასწარმეტყველებ, ძალზე მნიშვნელოვანია. ‘ჩერნობილები~ დედამიწაზე იმაზე ბევრია, ვიდრე უნდა იყოს. მაგრამ ადამიანები არ ჩერდებიან და ნუღარ გიკვირთ, რომ ბუნება თავს გატეხთ და მომავალშიც დაგატეხთ რისხვას. ვულკანები ისევ ამოიფრქვევა, მოვარდება წყალდიდობები, ჩამოწვება მეწყერები, იბობოქრებს ცეცხლი და ა.შ. და ა.შ. თქვენ სამყაროს აბინძურებთ, კოსმოსი კი ამას არ გაპატიებთ. ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც.

 

2011 წელი, 10 იანვარი.

ვხედავ, რომ საქართველო გადარჩება და ქართველებიც გადაურჩებიან ომებსა და ყველაზე საშინელ დარტყმას _ ბუნების რისხვას, მიწისძვრებს, წყალდიდობებს, ვულკანებსა და სხვას. ამინ! ასე რომ, ქართველებო, გამაგრდით. მინდა ისევ შემოგიძახოთ, რომ დიახაც, უფალს გამორჩეული ერი ვყავართ, ვუყვარვართ და კოსმოსი მიწიერ ომში არცერთ შემთხვევაში არ მისცემს დამარცხების უფლებას საქართველოს.

 

2011 წელი, 17 თებერვალი.

 

საქართველო კი ამ ქაოსში ყველა სირთულეს გადალახავს და ბუნების რისხვასაც გადავურჩებით. განსაკუთრებით ნუ შეგეშინდებათ, ქართველებო, მიწისძვრისა. არის და იქნება პატარა რყევები, მაგრამ დამანგრეველი მიწისძვრა საქართველოს არ აწერია, არასდროს მოხდება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. წყალდიდობებიც ისეთივე იქნება, როგორიც იყო წარსულში.

 

2011 წელი, 27 ივნისი, თბილისი, დილის 9 საათი.

 

საქართველოში ბუნება მძვინვარებს, მაგრამ არა ისეთი ძალით, რაც მსოფლიოში ხდება. წყალდიდობები ისევ გაგრძელდება, ვხედავ ასევე სეტყვაც, მაგრამ მომავალში ვხედავ მდინარის კალაპოტები ბეტონის _ აღვნიშნავ, ბეტონის _ კედლებით გამაგრდება; განსაკუთრებით იქ, სადაც დასახლებული პუნქტებია. იქ გეოლოგებიც იმუშავებენ. მთავარი კი ის არის, რომ ტყეები, რომელიც გაიჩეხა, ის ადგილები უნდა აღსდგეს. ასეც მოხდება. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ამაზე სერიოზულად იმუშავებენ.

 

**
და თუ ბუნება ასე მძვინვარებს, დიდი, ლომის წილი, რომ იტყვიან, თვითონ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც იგონებენ და აკეთებენ ყველაფერს, რათა ბუნების რისხვა გამოიწვიონ. თავად დააკვირდი, ადამიანო, და მიხვდები, ჯერ მარტო იაპონიაში ატომური სადგურის აფეთქება, გარემოს რადიაციით დაბინძურება მსოფლიოს რამხელა პრობლემას უქმნის… ჰოდა, კოსმოსში რატომ ეძებთ დამნაშავეს??? დანაშაულს თვითონ ადამიანი სჩადის, სულ ძიებაშია და გამოგონებაში, რომელიც ანგრევს სამყაროს. ხომ შეიძლება, ისე გააკეთოთ, რომ ბუნებას არ შეეხოთ? არა, მაინცდამაინც საწინააღმდეგო მხარეს მიდიხართ…

 

2012 წელი, 8 იანვარი, ურეკი.

 

მომავალშიც კი ბობოქრობს ბუნება, მაგრამ არა ისე, რომ დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდეს. ეს 25 წლის წინ და უფრო ადრეც დავინახე და დავწერე. ასე რომ, ადამიანებო, ნუ შეშინდებით _ იქნება ის, რაც ყოველთვის იყო: წყალდიდობები, მიწისძვრები და ა.შ. ეს ბუნების კანონია და ასეთი კატაკლიზმები იქნება მომავალშიც. ნუ შეშინდებით! ბუნების ასეთ ცვლილებებს ვერავითარი მეცნიერება ვერ შეისწავლის და ვერც იმას ახსნის, თუ საიდან მოდის ასეთი გარდაქმნები. თვითონ ადამიანებიც იცვლებიან დროთა განმავლობაში. ბუნებაში, მოგეხსენებათ, მუდმივი არაფერი არ არის.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ამ რთულ პერიოდებში ყველაზე დაცული ქვეყანაა კოსმოსიდან. ბუნება ძლიერ დარტყმას არ გვაყენებს. ვიმეორებ: ვხედავ წყალდიდობებს – მე ვიტყოდი, პატარ-პატარას, მეწყერებს – რომლებიც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას, მცირე მიწისძვრებს – ესეც ახასიათებს საქართველოს ბუნებას, მაგრამ არ ვხედავ დიდ ნგრევებს – მასშტაბურს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოხდება. საქართველო, ვიმეორებ, დაცულია. ტყუილად არ ვუწოდე საქართველოს ნოეს კიდობანი. ვიცი, რაც ხდება დედამიწაზე და ეს, რა თქმა უნდა, ხალხს ძალიან აშინებს. აი, ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მართლა დაცულია კოსმოსიდან. ამას თავად იხილავთ და დარწმუნდებით.
საინტერესო ის არის, რომ თუ დედამიწის რომელიმე კუთხეში -ქვეყანაში, ბუნება არ იბობოქრებს, მაშინ ან ომები იქნება, ან რაიმე ეპიდემია იმძვინვარებს. ე.ი. შეხება ყველა ქვეყანას ელის.
ახლა ცვლილებებია დაწყებული, ოღონდ, დიდი დოზით. მცირე დოზებით ბუნების შემოტევები კი ყოველთვის არის დედამიწაზე. ღმერთმა გიშველოთ!

 

2012 წელი, 21 მარტი, თბილისი.

იღვიძებენ ვულკანები ერთმანეთის მიყოლებით, მდინარეები შრება, ხოლო მიწა მოსავალს არ იძლევა და თუ რატომ ჰქვია საქართველოს სამოთხე, აი მაშინ მიხვდება ყველა… ჩემი საყვარელი ქვეყანა, როგორც ყოველთვის, გადარჩება. თუმცა არის მიწისძვრაც, წყალდიდობებიც, მაგრამ ეს არის ბავშვური თამაში იმასთან შედარებით, რაც მსოფლიოში ტრიალებს.

 

2012 წელი, 22 აპრილი, თბილისი.

 

ბუნებაში ისევ დიდი ცვლილებებია. საქართველოში, როგორც ყოველთვის, წყალდიდობები, პატარ-პატარა მეწყერები და მეტი არაფერი განსაკუთრებულად დამანგრეველი.

 

2012 წელი, 16 მაისი, თბილისი.

 

საქართველო, ჩემო ქართველებო, არასდროს დაინგრევა! აქ ვგულისხმობ იმ ბუნებრივ კატაკლიზმებს, რომლებიც დედამიწაზე ხდება. საქართველოში ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრები არ იქნება. ამას იმ ხალხის საყურადღებოდაც ვამბობ, რომლებიც მთელი ცხოვრება ამტკიცებენ, რომ მოხდება მიწისძვრა და თბილისი დაინგრევა. იქნებ ცოტა სხვანაირად შეხედონ საკითხს და დადებითი აზრები მოუვიდეთ თავში, რათა ასეთი ნეგატიური და ხალხის დასაშინებელი “მეცნიერული პროგნოზები” შეცვალონ დადებითად.
დიახ, საქართველოში წყალდიდობებიც მოხდება, მიწისძვრებიც, მაგრამ არა მიწის პირისაგან აღგვა.

FB კომენტარები

კომენტარი