“ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორების მიზეზი ბათუმელი გოგოა” (ფოტო)

5006
SHARE

პორტალ Droni.ge-ს ცნობით, სააგენტოს ანონიმურმა წყარომ წერილი და ფოტო გაუგზავნა.
„ლევანისა და ნინიკოს ნამდვილი დაშორების მიზეზი ბათუმელი გოგონაა, რომელიც ახლა მოსკოვში იმყოფება. მოგეხსენებათ, ლევანი რამდენიმე ხნის წინ მინსკში იყო ჩასული, მიზეზი კი ეს გოგონა იყო, რომელთანაც ფარული რომანი ჰქონდა. სწორედ ეს გახდა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების მიზეზი და არავითარი თურქი ბიზნესმენი არ ყოფილა,” – წერს ანონიმური წყარო სააგენტოს.
შეგახსენებთ, რომ ნინიკოსა და ლევანის დაშორების ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამ დრომდე არცერთს, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ნინიკო ნაცარიშვილის შესაძლო გათხოვებას თურქ ბიზნესმენზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გოგონა საქართველოშია და ეროვნულ გამოცდებზეც იყო გასული.
ნინიკომ სკოლა წელს დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას საქართველოში გეგმავს, ამის შესახებ ნინიკო დედამ სოციალურ ქსელში დაწერა.
წყარო: droni.ge

FB კომენტარები

კომენტარი