ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი დაინიშნენ?

466
SHARE

ახალგაზრდა იურისტი, მარიამ კუბლაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” წყალობით გაიცნო. გოგონამ პროექტიც მოიგო და ქართულ შოუბიზნესშიც ადვილად მოახერხა თავის დამკვიდრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას რომანი ჰქონდა მსახიობ ლევან ხურციასთან. აღნიშნულ ფაქტს წყვილი უარყოფს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ლევანი მარიამთან ერთად ხშირად სტუმრობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ეს ყველაფერი როდია, ახალგაზრდა იურისტის ხელს უკვე ნიშნობის ბეჭედიც ამშვენებს, რომლის დამალვასაც მარიამი პრესასთან გამოჩენისთანავე ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. წყვილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

ლევანი ცნობილი მექალთანეა და მისი ახალ-ახალი რომანების შესახებაც ხშირად წერენ ყითელ პრესაში.
შეგახსენებთ, რომ მარიამი უკვე გახლდათ დაქორწინებული.პირველ კურსზე იყო, როდესაც გათხოვდა. მისი ქმარი, მასზე 7 წლით უფროსი, მოჭიდავე დავით ნადარაია გახლდათ. წყვილს სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი ერთმანეთი.
“მან ფაქტობრივად მომიტაცა. ძმის შიშით ვერ დავბრუნდებოდი სახლში, თან ეს არც მინდოდა, მიყვარდა. რამდენიმე თვის იყო ჩვენი შვილი, ქმარი ამერიკაში სავარჯიშოდ რომ წავიდა ორი კვირით და აღარ დაბრუნდა”-ამტკიცებს მარიამი.
როგორც გაირკვა დავითს იქ სხვა ქალი გაუცვნია და მისგან შვილიც გაუჩენია. 8 წლის მანძილზე მარიამი ქმარს ელოდა და დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, რადგან სახლი არ ჰქონდა. დღეს კი ყოფილი ქმრის მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ამერიკაში შეხვდა. მარიამი უკვე წარმატებული ქალი გახლდათ.
ვუსურვოთ წყვილს წარმატებები…

წყარო: http://intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი