ლევან სუხიტაშვილს გასაბერი ქალი მოჰპარეს

237
SHARE

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარილევან სუხიტაშვილია. იგი ეპატაჟური ნაბიჯებითა და ქართველი მამაკაცისთვის არასტანდარტული ჩაცმულობით გამოირჩევა.
ლევანს კითხვები დავუსვით წარსულზე, ციხეში გატარებულ პერიოდზე, ღალატზე, ქალების კატეგორიებად დაყოფაზე და სხვა მრავალ პირადულ თემაზე.

– ქართველი კაცის პირობაზე საკმაოდ არასტანდარტულად იმოსები…
– მართალია. ახლა ლურჯი, მოსპორტულო, ვარსკვლავებიანი შარვალი ვიყიდე. მიყვარს, როდესაც ადამიანებს საკუთარი ჩაცმულობით ვაღიზიანებ. მაქვს ტყავის შარვალი, რომელზეც ჩემი მეგობრები კაიფობენ, მე მევასება და მაცვია. ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს.

– დღესაც უჩვეულო მაისური გაცვია…
– ხალხს მოვუწოდებ: ”ნუ იქნები ყ……ე”, ეს ბუდას სიტყვებია, თუმცა არც თუ ისე გავრცელებული.

– ბუდას მსგავსი არაფერი უთქვამს.
– როგორ არა, მეზმანა!

– ცოლი ხშირად გტუქსავს?
– შენიშვნებს წამდაუწუმ მაძლევს. რაღაცებს ვერ მიგებს, თუმცა არა მარტო მაკა, ხანდახან ჩემი ძმა და მეგობრებიც.

– მართლა მარტივად შესაბმელი ხარ, როგორც შენმა მეუღლემ თქვა?
– არც ისე მარტივი. გააჩნია, ინიციატივა ვისგან წამოვა. კაცი თუ დაინტერესდა ჩემით, ვერაფრით შემაბამს, რაც შეეხება ქალებს… მონიკა ადვილად ჩამიგდებს ხელში, ჩემთვის იდეალური ქალია.

– ხშირად იღებ ალკოჰოლს?
– ერთმანეთს ვუთავსებ სმასა და ჯანსაღ ცხოვრებას. ვცდილობ, ხშირად არ დავლიო, რადგან საშინელი ნაბახუსევი მაქვს.

– ფლირტის სტრატეგიები გაქვს?
– ჩამოყალიბებული სტრატეგია არასდროს მქონია. თვალებს არ ვჭუტავ, უკანალს არ ვბზეკ, თავი ბუნებრივად მიჭირავს. მირჩევნია, ქალს ისეთი მოვეწონო, როგორიც სინამდვილეში ვარ.

– და როგორი ხარ სინამდვილეში?
– თავისუფალი, უკომპლექსო და კომუნიკაბელური.

– ცოლს ღალატს აპატიებ?
– არა!

– არ მალავ, რომ გიყვარს ჭორაობა.
– ჭორიკანა ყველა ადამიანშია. რა მერე?! მთავარია, უბოროტო იყო.

– ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ადამიანი ცხოველია… საკუთარ თავში მხეცს ხედავ?
– არა. ადამიანი და ცხოველი ერთმანეთს ადაპტაციის უნარით ჰგვანან. კაცი ეგუება შვილის სიკვდილს, გაუსაძლის პირობებს… ამას პირველად ამტანში” მივხვდი, შემდეგ კი ციხეში დავრწმუნდი ამ მოსაზრების სისწორეში.

– რთულია ოთხი შვილის მამობა?
– მამას ვერაფრით ვაღვიძებ საკუთარ თავში. ”მამა ტიპი” არ ვარ. მირჩევნია, ჩემს შვილებთან ვიმეგობრო. მაკა მეუბნება ხოლმე, მიდი, მკაცრად დაელაპარაკე, იმეცადინონო, მე კი არ ვიცი, რა ვუთხრა. ჩემს ცოლს ჰგონია, ისე დავბერდები, რომ ვერ მივხვდები, რას ნიშნავს მამობა.

– ადვილია შენი მოტყუება? თავად ხშირად იტყუები?
– არ მიყვარს ტყუილი და სიტყვის გატეხა, თუმცა არსებობს სიტუაცია, როდესაც ტყუილის თქმა აუცილებელია. მაგალითად, როცა სასიკეთოდ გამოადგება ვინმეს.
სახუმარო ტყუილებს ხშირად ვამბობ. ახლა გამახსენდა… ერთხელ ძმაკაცის დეიდაშვილს მოვატყუე, თითქოს ჩემმა მეგობარმა ოჯახისთვის მიუღებელი გოგო მოიყვანა ცოლად და გაიქცა. მთელი სანათესავო შეიკრიბა. მამამისს ცხოვრებაში სიგარეტი არ მოუწევია, მაგრამ ჩამოჯდა და გააბოლა. ჩემი მოტყუება ძნელია, თუმცა ხანდახან თავს ვიტყუებ, გარემოებები მოითხოვს ამას.

– შეგიძლია, ციხეში გატარებული დრო გაიხსენო?
– ჯამში სამი თვე ვიყავი ციხეში. შოკი მივიღე, კარანტინის კარი რომ გამოაღეს და შიგნით შევიხედე. დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთში ორი კვირა დავყავი. ძალიან მცირე ფართზე ორმოცამდე ადამიანი იყო შეყრილი, ყველა ასაკისა და მდგომარეობის: დაუბანლები, ავადმყოფები, ”ლომკიანები”. ადამიანურად მოსვენებისთვის არანაირი პირობები არ იყო, ამიტომ მხოლოდ ერთხელ მეძინა. საწოლის მაგივრად შიშველი რკინები იყო, ვცდილობდი, ორ რკინას შორის ძვალი ჩამედო.
კამერაში ცემის გარეშე ”ამწიეს”. პირველ რიგში, შემიყვანეს სართულის ოფიცერთან, იქვე მომიყომარეს საქმე და საბოლოოდ იმ საკანში ამოვყავი თავი, სადაც ორი ავტორიტეტი იმყოფებოდა.G თბილად დამხვდნენ, ხუმრობდნენ, ”ზვეზდა” მოვიდაო. იმ ღამით ცოტა ვიხმაურეთ, ვიცინოდით და ჩვენს ამბებს ვყვებოდით. ოფიცრები შემოცვივდნენ და ყველას ხე-ლკეტები დაუშინეს. შემდეგი შენ იქნებიო, მანიშნეს.
აბანოში ღამე სასწაულები ხდებოდა. კვირაში ერთხელ შევდიოდით საბანაოდ და სულ სისხლიანი გვხვდებოდა იქაურობა.

– გარეთ რომ გამოხვედი, რატომ არ თქვი ეს ყველაფერი თავის დროზე?
– ბიჭებს დაურხევდნენ ციხეში.

– ერთ-ერთ სურათზე გასაბერი ქალი გიჭირავს ხელში. შენია?
– კი. ერთმა ცნობილმა ადამიანმა დაბადების დღეზე მაჩუქა. ახლა არ ვიცი, სად არის. მგონი, ვიღაცამ მოიპარა. მაგ გასაბერმა ქალმა მთელი თბილისი შემოიარა. ფეხბურთის გუნდიც კი.

– ფოტო გაქვს, რომელზეც თავზე ბაფთა გიკეთია.
– ხან ბანტს ვიკეთებ, ხან – კაბას ვიცვამ. ვერთობი. ორიენტაციასთან პრობლემები ნამდვილად არ მაქვს.

– თავი კარგ ადამიანად მიგაჩნია?
– კი. იმიტომ, რომ სხვისი გულისთვის საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა შემიძლია. ხშირად მაფრთხილებენ, ჯერ შენს პრობლემებს მიხედეო.

– ჟურნალისტებთან კონფლიქტი თუ გქონია?
– არა, იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ჩემი სოციალური გვერდის პოსტებს კონტექსტს უცვლიან. მაგალითად, ერთხელ დავდე სურათი, რომელზეც ვიღაცას ფეხზე ბიგუდები უკეთია, სათაურად დავაწერე, ასე ვიწყებ ყოველ დილას-მეთქი. მათ კი საიტზე ისე გადაიტანეს, თითქოს მართლა ჩემი ფეხი იყო. ამის მერე ხალხის მხრიდან წამოვიდა აგრესია, ლევანი გეიაო.


წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”

FB კომენტარები

კომენტარი