ლევან სოლოღაშვილს მამაკაცმა ერთ ღამეში 2500 დოლარი შესთავაზა

86
SHARE

„მისტერ ვალენტინი 2015“ ლევან სოლოღაშვილი სკოლის მოსწავლეა. კარგად სწავლას ვერ ახერხებს, რადგან დიდ დროს კარიერას უთმობს. კონკურსში გაიმარჯვა და მისდამი ინტერესი გაიზარდა.

ქალებთან ერთად, მასთან ახლო ურთიერთობა მამაკაცებსაც სურთ და ამისთვის გვარიან თანხებსაც სთავაზობენ. ლევანი ჟურნალ „რეიტინგს“ ესაუბრა. როგორც ინტერვიუში ვკითხულობთ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს; სამსახიობო გამოცდილება აქვს, სამ კლიპში უკვე გადაიღეს. ამასთან, სამოდელო კარიერაში ერთწლიანი გამოცდილებაც აქვს – „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია. ცხრა წელი ქართულ ცეკვებზე დადიოდა. შეყვარებული არ ჰყავს და ფიქრობს, რომ ჯერ არ ჰყვარებია. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს: არ ეწევა და არ სვამს. თვლის, რომ „მისტერ ვალენტინის“ კონკურსში დიდი კონკურენცია იყო და ბედნიერია, რომ ჟიურიმ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. – როგორ შეიცვალა შენი პირადი ცხოვრება კონკურსში გამარჯვების შემდეგ? – შეყვარებული არ მყავს და არც ვაპირებ, რომ მყავდეს. დრო ნამდვილად არ მაქვს იმისთვის, რომ პირად ურთიერთობებს მივხედო. ვფიქრობ, თვრამეტი წლის ასაკში საქმესა და კარიერას უნდა მივხედო. სიყვარულისთვის ჯერ ადრეა. სასაცილო ამბავს გეტყვით, თუ ეს სასაცილოა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიღაც ბიჭმა მომწერა და თანხა შემომთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ღამე მასთან დავრჩე. – რამდენს გთავაზობს? – 2500 დოლარი შემომთავაზა. – შემოთავაზებაზე როგორი რეაქცია გქონდა? – ისტერიკული სიცილი ამიტყდა. – შეგიძლია, გაგვიმხილო, ამ შემოთავაზებას როგორ უპასუხე? – შინაურულად რომ გითხრათ, ყველაფერი თავზე დავამხე. სოციალური ქსელის გარდა, ტელეფონზეც მირეკავენ. ბიჭებისა და გოგონებისგან შემოთავაზებები მაქვს. – გოგონებიც თანხას გთავაზობენ მათთან ღამის გატარებაში? – კი, მაგრამ, ბიჭებისგან განსხვავებით, დაბალ თანხას მთავაზობენ. როგორც ჩანს, რადგან საქართველოში ეკონომიკური პრობლემებია, ამის გამო გოგონებს ცოტა თანხა აქვთ. – მამაკაცთან ან ქალთან ფულის გამო ღამეს გაატარებდი? – რა თქმა უნდა, არა. არც გეი ვარ და არც ფულზე ვიყიდები, თუნდაც მილიონი შემომთავაზონ. რა სისულელეა, ესაა ავადმყოფობა, რაც მაგათ სჭირთ. – ჰომოფობიური გამონათქვამებისგან, ჯობს, თავი შეიკავო. – ვინც გეია, შემიძლია, ნებისმიერს დავუმტკიცო, რომ რაც მათ სჭირთ, ავადმყოფობაა. სანამ „მისტერ ვალენტინი“ გავხდებოდი, მანამდეც იყო მათგან შემოთავაზებები, მაგრამ ახლა ძალიან გახშირდა და უკვე ყელში ამოვიდა.

წყარო: http://daijesti.pia.ge

FB კომენტარები

კომენტარი