ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერს მიმართავს

304
SHARE

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სხვადასხვა საზოგადო მოღვაწე  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს, პრემიერმინისტრს – მამუკა ბახტაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს  – გიორგი გახარიას მიმართავს და 18–23 ივნისს დაგეგმილი ლგბტ კვირეულისა და  „ღირსების მარშის” გაუქმებისკენ მოუწოდებს.

„მიმართვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 18–23 ივნისს დაგეგმილია ლგბტ კვირეულის მოწყობა, კვირეულის ბოლოს კი „ღირსების მარშის” ჩატარება. აღნიშნული აქცია ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის საზოგადოებრივ მორალს და შეიცავს აშკარა პროვოკაციის ნიშნებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულ ღონისძიებას და მის ორგანიზებაში ხელშეწყობას განიხილავს, როგორც უხეშ შეურაცხყოფას საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და მორალის მიმართ. შესაბამისად, საზოგადოების რისხვა, დიდი ალბათობით, მიმართული იქნება არა მარტო აღნიშნული აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, არამედ – საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლებელს ხდის ჩვენი ერის ღირსების შემლახველი ღონისძიების ჩატარებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ დაუშვებს ზემოაღნიშნული ღონისძიების მოწყობას, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 34–ე მუხლი დასაშვებს ხდის ადამიანის უფლებათა შეზღუდვას, ლეგიტიმური მიზეზის არსებობის შემთხვევაში (სოციალური სტაბილურობა, საზოგადოებრივი წესრიგი). ამრიგად, რისკების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელ საზოგადოებრივ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ლევან ვასაძე (ბიზნესმენი)
გიორგი ჯამდელიანი (მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი)
ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო)
სოსო მანჯავიძე (ისტორიკოსი)
შოთა გლურჯიძე (მხატვარი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)
მერაბ ურუშაძე (პროფესორი)
ანზორ თოთაძე (პროფესორი)
გიორგი გოგოლაშვილი (პროფესორი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ ლინგვისტი)
ნიკოლოზ კიკნაველიძე (აგრონომიის მაგისტრი)
შოთა ბეთლემიძე (სპორტსმენი)
ნანა ხურითი (მსახიობი)
ბასარიონ შარაშიძე (რეჟისორი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)
ნიკოლოზ ონიკაშვილი (იურისტი)
თინათინ ხორბალაძე (მენეჯერი)
ლილი ხურითი (მსახიობი)
მიხეილ ონიანი (ეკონომისტი)

FB კომენტარები

კომენტარი