ლევან ბერძენიშვილი: მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ

21
SHARE

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ახალ ინიციატივას – სკოლებში გოგებაშვილის “დედა ენის” დაბრუნებას გამოეხმაურა. ბერძენიშვილი საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს, რომ პრემიერმინისტრი და განათლების მინისტრი “მავნებლობას ჩადიან”.

“საქართველოს პრემიერმინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ! “, – წერს ლევან ბერძენიშვილი სოცქსელში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა.

FB კომენტარები

კომენტარი