ლევან აკინის ფილმმა – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გრანპრი მოიპოვა – ჯილდო მსახიობმაც მიიღო

143
SHARE

ლევან აკინის ქართულ-შვედურმა ფილმმა – And Then We Danced ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიპოვა. ფესტივალზე ფილმის ვარსკვლავი – ლევან გელბახიაბნიც დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო შემსრულებელი.
ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც ორი გეის სიყვარულს შეეხება. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა, სადაც საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.
ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ქართულ ცეკვებს ცეკვავს.
რეჟისორ ლევან აკინის თქმით, მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო.
ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.

FB კომენტარები

კომენტარი