ლედი გაგა 30 წლის გახდა

140
SHARE

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, იგივე სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა დღეს 30 წლის გახდა.
ის 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. უკვე 4 წლისა ფორტეპიანოზე დამოუკიდებლად უკრავდა.
ლედი გაგა მანჰეტენის სკოლაში Convent Of The Sacred Heart, დებთან – ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში Bitter End და სკოლის თეატრის ანსამბლში – Regis Jazz Band მღეროდა. 2006 წელს, დამწყები მომღერალი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა – beautiful dirty rich, dirty ice cream, Disco heaven ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსევდონიმს „ლედი გაგა“ (ჯგუფის Queen სიმღერიდან Radio ga ga ).
პირველი კონტრაქტი ლედიმ Deaf jam-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან Interscope record , სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ამავე წელს გაგა ლოს-ანჯელესში, სადებიუტო ალბომზე The Fame იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა. 2012 წლის 10 თებერვალს ლედი გაგამ საკუთარი სოციალური ქსელი LittleMonsters დააარსა. საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს ფოტოები და ვიდეოები, აგრეთვე მომღერალს ჩატში ეკონტაქტონ.
მუსიკალური კარიერის გარდა გაგა მხარს უჭერს და მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში. ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ გაგამ მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში თავისი ტურნედან და ასევე თავისი ონლაინმაღაზიიდან მიღებული შემოსავლებით 500 000 დოლარზე მეტი გადარიცხა. გაგა ასევე შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც მონაწილეობს. 2012 წლის თებერვალში ჰარვარდის უნივერსიტეტში, სანდერსის თეატრში გაგამ საქველმოქმედო ფონდი Born This Way გახსნა. ფონდი ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება და ცდილობს. საზოგადოებაში ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება შექმნას.

12884457_1167894663255376_166471252_n

FB კომენტარები

კომენტარი