ლედი გაგამ ტატუ შეცდომით დაიხატა (ფოტო)

130
SHARE

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ლედი გაგამ ახალი ტატუ გაიკეთა. თუმცა, შეცდომით. ვარსკვლავმა თავისი შეცდომა სიმთვრალეს დააბრალა და ამის შესახებ განმარტება “ინსტაგრამის” პირად გვერდზე გააკეთა.
14 თებერვალს გაგამ თაყვანისმცემლებს ახალი ტატუ აჩვენა. ფოტოზე მომღერლის სახელი იყო აღბეჭდილი სანოტო დგამზე ოთხი ნოტით -„ სოლ, ლა, სოლ, ლა“, რომლებიც ინგლისურ ვერსიაში განისაზღვრება როგორც „G-A-G-A“. თუმცა, სანოტო დგამის ხუთი ხაზის მაგივრად, მომღერლის ხელზე მხოლოდ ოთხი ხაზი იყო.
გაგას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მას შეცდომაზე მიუთითა. მომღერალმა მაშინვე მოახდინა რეაგირება, ერთი საათის განმავლობაში გამოასწორა ნახატი და მისი ახალი ვერსიაც გამოაქვეყნა. ასევე, მან ხუმრობით აღნიშნა, რომ “მუსიკალური კრიზისი აღმოიფხვრა”. მისი თქმით, მეხუთე ხაზის დახატვა ტეკილას დიდი რაოდენობის გამო დაავიწყდათ.

FB კომენტარები

კომენტარი