ლედი გაგამ და ელტონ ჯონმა Macy’s-სთვის ტანსაცმლის ხაზი დაამუშავეს

66
SHARE

მუსიკოსები ლედი გაგა და ელტონ ჯონი ტანსაცმლის და აქსესუარების ერთობლივ ხაზს ქსელისთვის Macy’s გამოუშვებენ. ხაზის სახელწოდებაა: Love Bravery. ვარსკვლავების მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ, ჩანაფიქრის თანახმად, ადამიანებში თანაგრძნობა და ცრუ რწმენებთან ბრძოლის უნარი უნდა გააღვიძოს. ტანსაცმლის და აქსესუარების გაყიდვისგან შემოსავლის ნაწილს ვარსკვლავები საქველმოქმედო ორგანიზაციებს: Born This Way Foundation და Elton John AIDS Foundation გადაურიცხავენ. ხაზის დამუშავებაში ლედი გაგას და – ნატალი ჯერმანოტა, ასევე სტილისტი და დიზაინერი ბრენდონ მაქსველი მონაწილობდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი