ლეგენდა მარადიულ სიყვარულზე: ელენა რუბინშტეინი და არჩილ გურიელი-ჭყონია

64
SHARE

მათი შეხვედრა 1938 წელს გრაფ დე პოლინიაკის ასულის პარიზულ სახლში შედგა. გრაფის ასული ცნობილი მოდის სახლის დამაარსებლის, განთქმული ჟანა ლანვანის ქალიშვილი იყო. ის ყოველ კვირას საღამოებს აწყობდა, სადაც ბრიჯს თამაშობდნენ. ამჯერად სტუმრებს შორის სწრაფად მზარდი კოსმეტიკური იმპრეიის მფლობელი ლანვანის მეგობარი, ელენა რუბინშტეინი იყო და გრაფის ასულის ნაცნობი, ქართველი ემიგრანტი არჩილ ჭყონია, რომელიც თავის თავს თავად გურიელი-ჭყონიას უწოდებდა. არჩილი იმ დროს 43 წლის იყო. პარიზში დიდი ხანია ცხოვრობდა, სადაც ტფილისიდან 1919 წელს გადავიდა. რუბინშტეინის გაცნობის პერიოდში არჩილს მძიმე დრო დაუდგა. საქართველოში დისშვილიც კი გაამგზავრა, რომელმაც სორბონას უნივერსიტეტი დაამთავრა. იმას, რომ ჭაბუკი საბჭოთა კავშირში კარგ დროს არ ბრუნდება — 1938 წელი იყო — ჭყონია, რა თქმა უნდა, ვერ ხვდებოდა. დასთან ერთად დისშვილს რამდენიმე ჩემოდანში ხელნაკეთი კოსტიუმები და ნათესაობისთვის საჩუქრები ჩაულაგა და სინდისის ქეჯნის გარეშე მატარებლით გაამგზავრა. საკუთარ შეცდომას არჩილი მოგვიანებით მიხვდა, როდესაც გაიგო, რომ დისშვილმა სტალინის ბანაკებში ოთხი წელი გაატარა, როგორც ფრანგმა ჯაშუშმარუბინშტეინი პირად დრამას განიცდიდა. ის ქმარს, ედვარდ ტიტუსს დაშორდა, რომელმაც ის, მისი აზრით, უფრო ახალგაზრდა ქალზე გაცვალა. რამდენიმე წლის მანძილზე ის მხოლოდ სამსახურზე ფიქრობდა. და პარიზში მხოლოდ სამსახურის საქმეებზე გაემგზავრა. და ლანვანის სახლში მოულოდნელი შეხვედრა შედგა. 

ქართველმა თავადმა იმავე საღამოს გაიტაცა რუბინშტეინი. ჯერ ერთი, მისი თავადის ტიტული ეამა. მეორეც, ჭყონია მასზე 25 წლით უმცროსი იყო. ხომ მიიღოელენას ყოფილმა მეუღლემ ​ ტიტუსმა საკადრისი პასუხი, ახალგაზრდა მწერალთან რომ დროს ატარებდა? მესამე და მთავარი ის იყო, რომ არჩილთან ურთიერთობა ძალიან ადვილი იყო. რუბინშტეინი მერე თვითონ ამბობდა: “არჩილთან შეხვედრის მერე ამდენი წლის მერე პირველად გამეცინა. მომეწონა ჭყონიას გულახდილობა, სითბო და მხიარული ხასიათი”.

ქორწინების წინ რუბინშტეინმა და ჭყონიამ საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად არჩილის სიკვდილის შემთხვევაში მთელი მისი ქონება ელენას რჩებოდა. ბრძენმა რუბინშტეინმა იცოდა, რასაც აკეთებდა. ოცი წლის შემდეგ მისმა ქართველმა თავადმა ეს სამყარო პირველმა დატოვა.

ქორწილის შემდეგ ელენა რუბინშტეინმა და მისმა დიდგვაროვანმა მეუღლემ ელენას კუთვნილ პარიზულ აპარტამენტებში დაიწყეს ცხოვრება, რომელიც წმინდა ლუდოვიკოს კუნძულზე მდებარეობდა.

უზარმაზარი სახლის სასტუმრო დარბაზებში, რომლებიც ლუდოვიკო XIV-ისა და ლუდოვიკო XV-ის ეპოქის ავეჯით იყო გაწყობილი, ქალაქის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა.

არჩილ გურილი-ჭყონიამ ელენა რუბინშტეინს პარიზში მცხოვრები არისტოკრატიული საზოგადოების კარი გაუხსნა და მათ სამყაროს აზიარა. თავადმა მეუღლეს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ბიძაშვილი, პრინცესა მარია პავლოვნაც კი გააცნო. მოგვიანებით, როდესაც ელენა თავისი სახელოვანი კლიენტების ჩამოთვლას იწყებდა, უპირველესად სწორედ რუს პრინცესას ასახელებდა. გარდა ამისა, ოჯახის მეგობრები გახდნენ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ადიუტანტი თავადი გიორგი ერისთავი და მისი მეუღლე მერი შარვაშიძე — დედოფალ ალექსანდრას ფრეილინა, რომელიც პარიზში კოკო შანელის მოდელი გახდა. ისინი ელენას რევოლუციამდელი პეტერბურგის სამეფო კარის ცხოვრებასა და ყოფას აცნობდნენ, უყვებოდნენ, სინამდვილეში როგორები იყვნენ რუსი მონარქები. რუბინშტეინი ბედნიერი იყო. ასეთ მაღალ, აქამდე მისთვის მიუწვდომელ საზოგადოებაში მოხვედრით, მონარქებთან დაახლოებულ პირებთან მეგობრობით, ის თავს სამყაროს მწვერვალზე გრძნობდა. უმთვარესი მთავარი კი მაინცის იყო, რომ რჩეულთა წრეში ელენა არა ფულის, არამედ სიყვარულის წყალობით მოხვდა.

 არჩილისა და ელენას მეგობარი და ხშირი სტუმარი გახლდათ სალვადორ დალი, რომელმაც მათი პორტრეტებიც დახატა. სახელოვანი ესპანელი და ქართველი თავადი ახლო მეგობრები იყვნენ, რამაც იხსნა კიდეც წლების შემდეგ სალვადორ დალის სახლში შეპარული ორი ქურდი. მაშინ მხატვარმა პოლიციაში მხოლოდ იმიტომ არ დარეკა, რომ მძარცველები ეროვნებით ქართველები აღმოჩნდნენ.

სიცოცხლის ბოლოს რუბინშტეინი იტყვის, რომ არჩილ გურიელი-ჭყონიასთან ქორწინება იდეალური კავშირი იყო. თუმცა რეალურად ცოლიცა და ქმარიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. საერთო მხოლოდ ბრიჯის თამაშისადმი ვნება ჰქონდათ. 
მეუღლის გულის შეტევით გარდაცვალებამ (1956 წელს) ელენა, როგორც იტყვიან, დაზაფრა. ქალი თავის ოთახში შეიკეტა და რამდენიმე დღე არ გამოსულა. მერე კი ანდერძში პირველ პუნქტად დაიბარა, არჩილის გვერდით დამკრძალეთო.

ელენა 1965 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კი ელენა რუბინშტეინი მოსკოვს ესტუმრა. გამოფენაზე, სადაც ის საკუთარი ფირმის პროდუქციას პირადად წარადგენდა, ხანშიშესული ქალბატონი მიუახლოვდა და არჩილ ჭყონიას ნათესავად გაეცნო. და ელენას სახეზე კვლავ გამოანათა ღიმილმა — იმისმა მსგავსმა, როგორითაც ბევრი წლის წინ გაიღიმა, როდესაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს შეხვდა…

წყარო : სპუტნიკ საქართველო

FB კომენტარები

კომენტარი