ლეგენდარულ როკვარსკვლავს ფრედი მერკურის დღეს 69 წელი შეუსრულდებოდა

71
SHARE

ზანზიბარში დაბადებული ინგლისელი ბიჭი, სახელად ფარუხ ბულსარა, როკმუსიკის ლეგენდად, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემს11998554_604768256330281_444521909_nრულებლად იქცა. მისმა მუსიკამ მსოფლიო მოიცვა და მუსიკის სამყაროში დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
ფრედიმ სიცოცხლეში ორი ალბომი გამოუშვა. მონსერატ კაბალიესთან ერთად ჩაწერილი ალბომის სატიტულო სიმღერა, Barcelona (1988), მიძღვნილი კაბაიეს მშობლიურ ქალაქ — ბარსელონისთვის, 1992 წელს ამ ქალაქში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ჰიმნი გახდა.
დევიდ ბოუისა და Queen-ის ერთობლივი ნამუშევარი “Under Pressure”, 1992 წლის 20 აპრილს დევიდმა, ენი ლექსონთან და Queen-ის დარჩენილი წევრების აკომპანიმენტის თანხლებით, ფრედის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა.
მხოლოდ 1991წლის 23 ნოემბერს, მერკურიმ გააკეთა ოფიციალური განცხადება დაავადების შესახებ. სამწუხაროდ, უკვე მეორე დღეს, საღამოს შვიდ საათზე ფრედი მერკური გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა დახურული იყო, რომელზეც ოჯახის წევრები და ახლობელი მუსიკოსები ესწრებოდნენ. მოხდა სხეულის კრემაცია და მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მერი ოსტინმა იციან, სად განისვენებს მისი ნეშტი.
შვეიცარიის ქალაქ მონტრეში, ფრედის ძეგლთან, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს, მისი უამრავი ფანი იკრიბება, რათა პატივი მიაგონ მუსიკოსის ხსოვნას.

FB კომენტარები

კომენტარი