ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი დევიდ ბოუი გარდაიცვალა

63
SHARE

ცნობილი ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი, დევიდ ბოუი გარდაიცვალა. მან მუსიკის მოყვარულთა ინტერესი პირველად 1969 წელ12515973_1110220222356154_1688686040_nს დაიმსახურა, როდესაც მისმა კოსმიური ხანის მინი-მელოდრამამ, სიმღერამ Space Oddity ბრიტანეთში სინგლების ჰიტაღლუმში მე-5 ადგილი დაიკავა.
კარიერის მანძილზე, დევიდ ბოუიმ გაყიდა 136 მილიონი ალბომი და ბრიტანეთის პოპმუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე კარგად გაყიდვად მუსიკოსს შორის საპატიო ადგილს იკავებს.
2004 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის მას 39-ე ადგილი მიაკუთვნა. დევიდ ბოუი კიბოსთან 18- თვიანი ბრძოლის შემდეგ 69 წლის ასაკში ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. მას ხშირად ეძახდნენ „მუსიკის ქამელეონს“, რადგან იმიჯს ძალიან ხშირად იცვლიდა, მიუხედავად ამისა, მუსიკოსმა შეძლო და შექმნა ადვილად ამოსაცნობი, მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური სტილი.12207665_1110220245689485_1968988706_n

FB კომენტარები

კომენტარი