ლეგენდარული ბორის პაიჭაძის შვილიშვილი, რომელიც 12 შვილის დედაა

95
SHARE

ცნობილ ფეხბურთელს ბორის პაიჭაძეს 5 შვილიშვილი ჰყავდა. ჩემი რესპონდენტი სოფიკო პაიჭაძე მათგან ყველაზე უმცროსია. მას ბევრი რამ აქვს გასახსენებელი სახელოვან წინაპარზე. 15 წლის იყო როდესაც ბაბუა გარდაეცვალა, ახლა 42 წლის მრავალშვილიანი დედაა.
სოფიკო პაიჭაძე:
– 12 შვილი მყავს – 3 ბიჭია, დანარჩენი გოგონები: ია, ნიკოლოზი, ეკატერინე, ანასტასია, თეკლა, გიორგი, ოლღა, მარიამი, ცოტნე, ქეთევანი, თამარი, ელენე – ვცდილობდი მათთვის ეკლესიური სახელები შემერჩია; უფროსი 19 წლის არის, უმცროსი – 1 წლის და 2 თვის.

– როდესმე იფიქრებდით, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?

მინდოდა 5 შვილი მყოლოდა, 12-მდე თუ ავიდოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი (იღიმის).
ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, დავდიოდი სკოლაში, სხავადასხვა წრეზე… სკოლა რომ დავამთავრე არეული პერიოდი იყო. მერე ტაძარში დავიწყე სიარული და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე – მამუკა რეხვიაშვილი. გარკვეული ხნის შემდეგ ვიქორწინეთ. მაშინ 22 წლის ვიყავი.
– მკაცრი დედა ხართ?
– არა მაინცდამაინც. განსაკუთრებული სიმკაცრით არც ჩემი მეუღლე გამოირჩევა. ის აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდაში. გვინდა კარგები გავზარდოთ. განათლებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ პიროვნული თვისებები უმთავრესია.
ნაბოლარა ელენე ყველაზე განებივრებულია, მთელი ოჯახი მის სურვილებს ვასრულებთ. ლაპარაკი ჯერ არ იცის, მაგრამ ყველაფერს გვაგებინებს. მოძრავია, ცელქი…
შვილიშვილებიდან ყველაზე პატარა ბაბუას ნებიერა ვიყავი – ხშირად დავყავდი მუშტაიდის ბაღში, ხანაც ვაკის პარკში მასეირნებდა ხოლმე, სკოლაშიც მაკითხავდა და შინ მივყავდი. მახსოვს ქუჩაში თვალს გვაყოლებდნენ, რომ გავიზარდე მერე გავაანალიზე რომ ასეთი პოპულარული პიროვნება იყო. რა თქმა უნდა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გახლდათ. ფეხბურთისთვის იყო დაბადებული, არადა, თავის დროზე თურმე მამამისს, ანუ ჩემს დიდ ბაბუას არ სდომებია, რომ მისი შვილი ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ ერთხელ სტადიონზე შესწრებია, ყველა ერთხმად რომ ყვიროდა: “მიდი ბორია, მიდი!”, “პაიჭაძე რა მაგარია!” და მას შემდეგ გზა დაულოცია.
პატარა სოფიკო ბაბუასთან ერთადფოტო: პატარა სოფიკო ბაბუასთან ერთად 15 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა. მიხარია, როდესაც “პირველი მერცხალი” გადის ხოლმე ტელევიზიით. მან ბაბუას სახე შემოგვინახა. ეს ფილმი რომ გადაიღეს, მაშინ დავიბადე. მისი ნახვა დადებით ემოციებს აღმიძრავს, ბავშვობის ბედნიერ დღეებს მახსენებს.
– ალბათ ძალიან ემოციური იყო ბატონი ბორისი ფეხბურთის ტრანსლაციის თვალის დევნებისას?
– ტრადიცია გვქონდა, ფეხბურთის ტრანსლაციას მთელი ოჯახი ვუყურებდით ხოლმე. მატჩის მსვლელობისას ბაბუა ერთ ადგილას ვერ ჯდებოდა, ისე იყო ჩართული თამაშში, ამ დროს რამე რომ გეკითხათ, ვერ გაიგებდა. ამასწინათ ჩემი ბიძაშვილი იხსენებდა, 982 წლის ნახევარფინალს – გერმანია – საფრანგეთის დრამატულ მატჩს ისე უყურებდა, მეგონა თვითონაც მინდორზე იმყოფებოდაო.
– თქვენ ფეხბურთის როგორი მაყურებელი ხართ?
– მახსოვს, ახალი გათხოვილი ვიყავი ჩემპიონატი რომ გადიოდა. ორივე-ცოლქმარი გაფაციცებულნი ვადევნებდით თვალს. ჩემმა მეუღლემ თქვა გამიმართლა ფეხბურთელის შვილიშვილი რომ შემხვდა ცოლადო. ინტერესიც მაქვს, ვერკვევი კიდეც…

– თქვენი შვილები დადიან ფეხბურთზე?
– დამყავდა, ინტერესიც აქვთ მაგრამ, მერე რას იზავენ არ ვიცი

განაგრძეთ კითხვა  

FB კომენტარები

კომენტარი