„ლაციოს“ გულშემატკივრები: „ოლიმპიკოს“ წინა რიგებში ქალების ადგილი არ არის!

40
SHARE

იტალიის საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ გულშემატკივრებმა წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია რომ ქალებმა სტადიონ „ოლიმპიკოში“, საუკეთესო ადგილები არ უნდა დაიკავონ.

ფეხბურთის ფანები განცხადების ტექსტით “ცოლებს, მეგობარ გოგონებს და უბრალოდ ქალებს“ მიმართავენ, რომ არენაზე, პირველი ათი რიგის დაკავებისგან თავი შეიკავონ, რადგან აქ „სხვა ბევრი ადგილიც არის“.

ფანკლუბების გაერთიანება „ულტრასიმ“, რომელიც ცნობილია, აგრესიული და რასისტული განცხადებებით, ბროშურაც გაავრცელა, სადაც სტადიონზე „Curva Nord“-ის სახელით ცნობილ სექტორს, „წმინდათა წმინდა“ ადგილად მოიხსენიებენ. ისინი აცხადებენ, რომ აქ „ქალების ადგილი არ არის“.

FB კომენტარები

კომენტარი