ლაშა ტალახაძე: შევეცდები კიდევ მრავალჯერ ავაჟღერო ქართული ჰიმნი

82
SHARE

22 წლის ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც წლევანდელ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ამავდროულად, ჯამში დაძლეული 473 კგ-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოქროს მედალოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

“მოგესალმებით მეგობრებო ! ჩემო ქვეყანავ, ჩემო თანამემამულენო…. მივესალმები ჩემს გულშემატკივრებს !!! რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში 16 აგვისტოს, ეს იყო უფლის დამსახურება… უფლის ნებით და ძალით ავედი ოლიმპიური მწვერვალის უმაღლეს საფეხურზე! მადლობა უფალს ამ ბედნიერებისთვის…

არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ თქვენ! ჩემო გულშემატკივრებო! თქვენი თითოეული სიტყვა გულს მიხარებს და მაძლიერებს, როდესაც გამოვდივარ შეჯიბრზე, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და მიათმაგდება ბრძოლის უნარი… დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ესემესის ავტორს, ვისაც ვერ ვუპასუხე…. ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მივიღე და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ჩემო კეთილო და კარგო ხალხო! შევეცდები კიდევ მრავალჯერ ავაჟღერო ქართული ჰიმნი სხვადასხვა შეჯიბრებებზე! ათასგზის მადლობა კიდევ და კიდევ”, – წერს ლაშა ტალახაძე.

FB კომენტარები

კომენტარი