ლაშა მაზანაშვილი: რუსს ჩემი წიგნი 3 000 დოლარად მივყიდე და, ორ დღეში, უკან დააბრუნა

491
SHARE

ახალგაზრდა პოეტი, ლაშა მაზანაშვილი, მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღებისა და, განსაკუთრებით, კრიტიკის ქვეშ. რა გეგმები აქვს, სამომავლოდ, პოეტს და როგორ ეგუება უარყოფით კომენტარებს? მაზანაშვილს “კვირა+”-ი ესაუბრა.

რა სამომავლო გეგმები აქვს ლაშა მაზანაშვილს?

ჩემი პირველი და უმთავრესი მიზანია, გავაგებინო საზოგადოებას ჩემი სათქმელი, მივახვედრო ის თავის მინუსებში და მოვუწოდო გამოსწორებისკენ.

რამდენად მარტივად ეგუები და როგორ იგერიებ ნეგატივს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უმიზეზოა?

ხალხის აზრს არც ვაქცევ ყურადღებას. პირიქით, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

ვის მიიჩნევ, თანამედროვე მწერლებს შორის, საუკეთესოდ და არის თუ არა რომელიმე მათგანი შენთვის შთაგონების წყარო?

თანამედროვე პოეტებიდან გამოვარჩევდი თემურ ელიავას, რომელიც უდავოდ ნიჭიერია და ვწუხვარ, რომ სათანადოდ არ აფასებენ.

მართალია თუ არა, რომ შენი ლექსების წიგნი 3 000 ლარად გაყიდე რუსეთში?

დიახ, ჩემი წიგნი ერთ-ერთ რუსს 3000 ათას ლარად მივყიდე, მაგრამ ორ დღეში უკან დააბრუნა.

როგორ ფიქრობ, რამ შეიძლება, შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება მოღვაწეების მიმართ და რამდენად ახლო მომავალში შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი?

ძალიან მალე დაფასდება შემოქმედი ხალხი – აი, ძალიან მალე. მათ შეუძლიათ, შეცვალონ ყველანაირი დამოკიდებულება საზოგადოებაში. უბრალოდ, ამას დრო უნდა.

FB კომენტარები

კომენტარი