“ლასკავი მაის” პროდიუსერი გიორგი გაბუნიას ნაძირალას უწოდებს – “დაიწვას ეს ნაბი*ვარი ჯოჯოხეთში”

166
SHARE

მუსიკალური ჯგუფის – “ლასკავი მაის” პროდიუსერმა, ანდრეი რაზინმა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ ჯგუფი საქართველოში აღარასდროს ჩამოვა – ინფორმაციას teleprogramma.pro ავრცელებს. რაზინმა მიზეზად “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ უცენზურო მიმართვა დაასახელა.

პროდიუსერმა გაბუნია როგორც ნაძირალა და არაადამიანი, მოიხსენია. “მშობლები 1 წლის ასაკში დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი მაინც მადლობელი ვიყავი მათი ყველაფრისთვის ჩემს ცხოვრებაში. რუსეთის პრეზიდენტის მშობლების ასე მოხსენიება გულისამრევია. დაიწვას ეს ნაბი*ვარი ჯოჯოხეთში და ის, ვინც ეს მონსტრი გააჩინა! მოვუწოდებ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და არასდროს ჩავიდნენ საქართველოში”, – განაცხადა ანდრეი რაზინმა.

​ცნობისთვის, გუშინ გადაცემა P.S-ის ეთერში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა და მალევე მოქალაქეები საპროტესტო აქციით ტელეკომპანიის წინ შეიკრიბნენ.

FB კომენტარები

კომენტარი