ლანჩხუთში ლელობურთი „ქვემოურების“ გამარჯვებით დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

189
SHARE

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ლელობურთი „ქვემოურების“ გამარჯვებით დასრულდა.
დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ტრადიციის თანახმად, გამარჯვებულებმა ფუთიანი ბურთი მიმდინარე წელს გარდაცვლილი ახალგაზრდა თანასოფლელის საფლავზე უნდა წაიღონ.
გასულ წელს ლელობურთი „ზემოურებმა“ მოიგეს.
ითქმის ორასი წელია, გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.|
დღეს შუხუთში ლელობურთის სანახავად უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

ფოტო:საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:https://1tv.ge

FB კომენტარები

კომენტარი