ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს ქმარი გადაარჩინეს

490
SHARE

ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი, საღამოს ქმარი გადაარჩინეს!-ინფორმაციას ამის შესახებ გურია თუდეი ავრცელებს.

შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოხდა. როგორც ერთ-ერთმა მაშველმა გვითხრა, იმ დროს ზღვაზე ძლიერი შტორმი იყო:
,,გავაფრთხილეთ ადამიანები, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ნაკლებად გვიჯერებენ. ის იყო, ზღვაში შესაბამისი ფერის ალმები აღვმართეთ, რომ შტორმის გამო, წყალში შესვლა აკრძალული იყო, დახმარებისთვის მოგვმართეს მოქალაქეებმა. ახალგაზრდა ქალბატონი შევლას ითხოვდა. უცებ გავეშურეთ შემთხვევის ადგილზე და ეს მოქალაქე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. საღამოსაც ძლიერი ღელვა იყო და კიდევ ერთხელ დაჭირდათ ჩვენი დახმარება. ამჯერად მამაკაცი ითხოვდა შველას. უცებ მივვარდით, ალბათ, ნახევარი წუთი რომ დაგვგვიანებოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. შემდეგ გავიგეთ, რომ დილით გადარჩენილი ქალბატონი და საღამოს გადარჩენილი მამაკაცი ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ბავშვი ჰყოლიათ მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებების გამო ჩამოყვანილი და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა მათ თავს. გავიდა ორი დღე და მოულოდნელად სამაშველო კოშკურასთან ეს ცოლ-ქმარი გვესტუმრა, ფოთელები აღმოჩნდნენ, მადლიერების ნიშნად ტორტი წარწერით “მაშველი გიშველის” და სხვადასხვა სახის ნუგბარი მოგვიტანეს.” – უთხრეს “გურია თუდეის”.
მაშველთა თქმით, ბოლო ათ დღეში 15-მდე ადამიანი გამოსტაცეს ზღვის ტალღებს. მათგან ერთი ეპიზოდი იყო გამორჩეული:
,,კახეთიდან იყვნენ ჩამოსულები, სულ ოთხნი და ცოტა ნასვამები შესულან ზღვაში. ერთ-ერთი ცუდად გახდა და შველას ითხოვდა. ჩვენი ბიჭები ცოტათი მოშორებით იყვნენ, დანარჩენმა სამმა მიშველება გააწყვიტა და ისინიც აღმოჩნდნენ ცუდ დღეში. სირბილით გავიქეცით, ტელეფონი თუ რაც თან გვქონდა, გზადაგზა გადავყარეთ, რომ არ დასველებულიყო. ამასობაში სკუტერიც მოვიდა და 4-ვე სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. დამსვენებლებმა მოგვიგროვეს სანაპიროზე დაყრილი ჩვენი ნივთები და მოგვიტანეს” – გვითხრეს მაშველებმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი