ლალი მოროშკინა: გადავადებინე შვებულებები ბალიზე და სეიშელებზე, დავუჩოქე, ჩამოვიყვანე სიღნაღში და ფაფუ – არც შუქია, არც წყალი

860
SHARE

“სიღნაღში არც შუქი, არც წყალი, უკვე 16 საათია! ასე ხდება მინიმუმ დღეგამოშვებით 2-3 საათით!” -ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა კარგად მომისმინეთ!!! შევაწუხე ყველა ჩემი ნათესავი და მეგობარი საფრანგეთში! გადავადებინე შვებულებები ბალიზე და სეიშელებზე, დავუჩოქე და ვუთხარი, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს გვიწესებს და სოლიდარობის ამბავში, გვერდზე დაგვიდექით – მეთქი! გუშინ ჩამოვიდნენ, პატარა ბავშვებით, მშობლებით, ბევრი ბარგით… დავხვდი აეროპორტში მანქანებით, წამოვიყვანე სიღნაღში და ფაფუ… არც შუქი, არც წყალი, უკვე 16 საათია!!!!! ასე ხდება მინიმუმ დღეგამოშვებით, 2-3 საათით!!! რა ვქნათ??? კულტურული ძეგლები და სიღნაღის კედელი ვაჭამო????”, -წერს ლალი მოროშკინა.
მოროშკინამ მანამდე გამოქვეყნებულ პოსტით, პრობლემის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა.
“მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს!!! ტურიზმის დეპარტამენტს!!! შუაგულ კახეთში, ტურისტული სეზონის დროს, “ენერგოპრო” ეწევა ღია საბოტაჟს!!!! გარდა იმისა, რომ ყოველ დღე 2-3 საათით ითიშება შუქი, ახლა უკვე 14 საათია ვართ უშუქოდ, რამაც გამოიწვია ტურისტების სრული გადინება!!!!! ვინ აგებს ამაზე პასუხს???? ძლივს ჩამოყვანილი ევროპელები უკანმოუხედავად გარბიან! სასტუმროები გაკოტრდა!!! ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი?”, -დაწერა ჟურნალისტმა.

FB კომენტარები

კომენტარი