ლაიმა ვაიკულემ ნინო ქათამაძე რუსეთში “რანდევუს” ფესტივალზე სპეციალურ სტუმრად მიიწვია

63
SHARE

ნინო ქათამაძის მიერ რუსეთში სიმღერაზე უარის თქმამ ლატვიელ მომღერალ ლაიმა ვაიკულეზე ისე ძლიერად იმოქმედა, რომ მან ქართველი მომღერალი იურმალაზე “რანდევუს” ფესტივალზე სპეციალურ სტუმრად მიიწვია. ინფორმაციას გამოცემა Super-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 55 წლის მომღერალმა გადაწყვიტა, ნინო ქათამაძისთვის მხარი დაეჭირა და საკუთარ ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვია. ქართველმა მომღერალმა მიწვევა მიიღო და ფესტივალის ერთ-ერთ დღეს საკუთარ სეტს შეასრულებს.
ცნობისთვის, ვაიკულეს ყოველწლიურ ფესტივალზე რუსული შოუბიზნესის ყველზე ცნობილი სახეები გამოდიან: სტას მიხაილოვი, ლუბოვ უსპენსკაია, ელენა ვაენგა, არტურ პიროჟკოვი, სერგეი ლაზარევი და სხვ.

FB კომენტარები

კომენტარი