კუბლაშვილი – “გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ…”

108
SHARE

გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატმა ირმა ბრელაძემ განაცხადა, რომ პაპიძეს დღესაც არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პაპიძის ადვოკატების გამოსვლას ეხმაურება და წერს:

“ჩემო ძვირფასო, კოლეგებო! ვინ აგიკრძალათ, თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისთვის საპირისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე… ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყველაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ.

დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო, პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები კი – არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა… უდანაშაულობის პრეზუმფცია და ჩემი სამართლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი – თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება, რეალურად რაც ხდება, სწორედ მათთვის..

გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც!“ – წერს მარიამი.

 

FB კომენტარები

კომენტარი