Facebook-ი კრიშტიანუ რონალდოს მონაწილეობით, სატელევიზიო შოუს იწყებს

51
SHARE

Facebook-ი პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობით, რეალითი შოუს დაწყებას განიხილავს. ამის შესახებ, გამოცემა Variety-მ შეიტყო. სოციალური ქსელის გიგანტი მოლაპარაკებებს აწარმოებს რონალდოს შესახებ 13 ეპიზოდისგან შემდგარი შოუს დაწყების შესახებ, რომლისთვისაც, ფეხბურთელს 10 მილიონ დოლარს გადაუხდის.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, სატელევიზიო შოუს სპორტული მედია-კომპანია გადაიღებს და როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა გადასული. გამოცემის განცხადებით, Facebook -ის წარმომადგენლები თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
რონალდო ამ სოციალური ქსელის ყველაზე პოპულარული სპორტსმენია, მას ოფიციალურ გვერდზე 120 ათასი გამომწერი ჰყავს და ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სპორტულ პერსონად. მას Facebook-თან საერთო ბიზნესი უკვე აკავშირებს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ მისი და პოლ ლის მიერ ახლახან დაფუძნებული სტუდიას სატელევიზიო დრამის სცენარი შეუკვეთა. ამ შოუში ნიუ-იორკის სასკოლო გოგონათა საფეხბურთო გუნდის წევრების დრამატული ისტორიაა მოთხრობილი.

FB კომენტარები

კომენტარი