კრიშტიანუ რონალდუს ტყუპები შეეძინა

80
SHARE

 პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, ცნობილ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს ტყუპები შეეძინა. რონალდუმ ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა ტყუპების დედის ვინაობას არ ასახელებს. ტაბლოიდები წერენ, რომ საუბარია სუროგატ დედაზე.
რონალდუ წერს, რომ ბავშვებთან შეხვედრის გამო ის კონფედერაციის თასის ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. „მე მთელი სულით და გულით ჩემს გუნდთან ერთად ვიყავი. მაშინაც კი, როდესაც შვილები შეეძინა. სამწუხაროდ ჩვენმა გუნდმა მიზანს ვერ მოაღწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში პორტუგალიელებს გავახარებთ“ დაწერა რონალდუმ ფეისბუქში.
ის, რომ შვილები რონალდუს სუროგატი დედისგან შეეძინა, ჟურნალისტებმა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელის „გერლფრენდი“, 23 წლის მოდელი ჯორჯიანა როდრიგესი ორსულად არ იყო. 5 ივნისს მოდელმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის, კრიშტიანუ და რონალდუს უფროსი შვილი სტადიონზე არიან გადაღებულები.

Comments

comments