კრიშტიანუ რონალდუს სუროგატი დედა ტყუპებს გაუჩენს

412
SHARE

 მადრიდის „რეალის“ და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს სუროგატი დედა ტყუპებს გაუჩენს. ამის შესახებ გამოცემა “The Sun” იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, ვინ არის სუროგატი დედა. თავად რონალდუ აცხადებს, რომ ტყუპები აშშ-ში გაჩნდებიან და შემდეგ მათ საცხოვრებლად მადრიდში გადაიყვანს. პირველად რონალდუ მამა 2010 წელს გახდა.
მაშინაც მას ბავშვი სუროგატმა დედამ გაუჩინა. ამჟამად 32 წლის ფეხბურთელის „გერლფრენდი“ ესპანელი მოდელი – ჯორჯინა როდრიგესია.

FB კომენტარები

კომენტარი